სიახლეები
19 ივლისს, კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტში, გაიმართა სამეცნიერო მოხსენება, სადაც მოხსენებით წარსდგა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბ-ნ ბაჩანა ჯიშკარიანი. მოხსენების თემა იყო - „საჯაროობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია ქართულ სისხლის სამართლის პროცესში“.
აღნიშნული მოხსენება ჩატარდა კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის პროფესორის, ბ-ნ მარტინ ვასმერის მიწვევით.